შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის ექნება ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება, უცნობია

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/rodis-agdava-qutaisi-saatian-wyalmomaragebaze-ucnobia 
 23 ივლისი 2019

ქუთაისის 24 საათანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტში რამდენჯერმე შესული ცვლილების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, როდის ექნება  ქუთაისს სრულად 24 საათიანი წყალმომარაგება.

დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მან ქუთაისში ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედოვნებენ, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. 

„ინტენსიურად ვმუშაობთ, დაიწყო ეტაპობრივი ჩართვა. იმედი გვაქვს, რომ 2019 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალი“, - განაცხადა  მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ქუთაისში დაანონსებულ პროექტებზე და განმარტა, რომ რიონისპირა სახლების, გალერეის და აუზის პროექტირებაზე ტენდერია გამოცხადებული, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება. 

მაია ცქიტიშვილმა გუნერნატორის წარდგენისას ასევე ისაუბრა რეგიონში პროექტების შესრულების მხრივ არსებულ პრობლემებზე.

"პრობლემები ქვეყნის მასშტაბით გვაქვს,  როგორ პროექტების შესრულების, ასევე ხარისხთან მიმართებაში.  ხდება ყოველდღიური მოინიტორინგი. აღსანიშნავია, რომ  გაიზარდა პროექტების და მუშაობის ტემპი, მაგრამ ხარისხი და შესრულება რჩება გამოწვევად", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დასრულდების ვადა შეიცვალა

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია