შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში თურქი მხატვრის ნილუფერ ინალტონგის პერსონალური გამოფენა მოეწყო

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 10 სექტემბერი 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია სოროპტიმისტი ინტერნაციონალის ქალთა კლუბის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებთან მაია სიმონიძესთან და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე კლუბის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან სოროპტიმისტი ინტერნაციონალის სამოქმედო გეგმაზე და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

კლუბის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით თურქი მხატვრის ნილუფერ ინალტონგის პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია