შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბინაში წერილი იპოვეს, სადაც მითითებული იყო გარდაცვალების დღე და ადგილი"

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 30 სექტემბერი 2019

წყალტუბოში დღეს მომხდარ მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ახალგაზრდა მამაკაცის სახლში, რომელიც დღეს  ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, წერილი იპოვეს, სადაც მითითებული იყო გარდაცვალების დღე და ადგილი და რომ ათვლა დაიწყო.

18 წლის ახალგაზრდამ წყალტუბოს ნომერ პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.

 "გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.  სახლში ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა, გარდაცვალების დღე და ადგილი და რომ ათვლა დაიწყო"- განაცხადა  სკოლის დირექტორმა  ფაქიზო ფანჩულიძემ. 

მისი თქმით, გარდაცვლილი ტელეფონში ხშირად თამაშობდა.

შემთხვევა დღეს, გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, დილით ადრე დაცემის ხმა გაიგო, თუმცა ბუნკერში ნაგვის ჩავარდნის ხმა ეგონა, მოგვიანებით, კი გარეთ გამოულმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა და სასწრაფო გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულის მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ. როგორც ცნობილი გახდა,  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გარდაცვლილის დედამაც. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია