საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდება

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 17 დეკემბერი 2018

პარლამენტს დღეს წარედგინება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი გათანაბრდება.

“საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს განესაზღვრება ერთი განაკვეთი, რომელიც შეადგენს 1.7 ლარს 20 ღერზე.

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას 45მლნ. ლარით და აქციზის გადასახადში შემოსავლები 45 მილიონი ლარით გაიზრდება.

“კერძოდ, უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, რომელიც ახალი განაკვეთით დაიბეგრება, იქნება 40 მილიონ კოლოფამდე, რაც სხვაობის გათვალისწინებით გვაძლევს 45 მილიონ ლარის დამატებით შემოსავალს. გაანგარიშება გაკეთებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. სხვა არსებითი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ იქნება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს ეკუთვნის.

 

ipn.ge

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია