საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა კალაძემ ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის საკვები შეუკვეთა და მათთან ერთად ივახშმა.

პოლიტიკა
 19 დეკემბერი 2018

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაქარია ჭელიძე Facebook-ზე თბილისის მერის კახა კალაძის და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებთან ერთად ჭელიძე ემოციურ პოსტს წერს :


"გილოცავთ ნიკოლოზობას


ახლა მოგიყვებით ისტორიას რომელსაც დღეს შევესწარი.


თბილისის მერია / Tbilisi City Hall საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს . მე როცა დრო მაქვს ვცდილობ გადავიღო .
საღამოს წავედი ჩემი მეგობრის Mziko Kalandadze სანახავად


რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს . 
იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებია ისინი.


ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე .
კახი ესაუბრა ბავშვებს , შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა .


ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა . ბევრი გაიფიქრებს აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ , არც უფიქრიათ , არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს .


ვინც მიცნობთ იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვების მიმართ . ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა .


მეგობრობა გადაგვარჩენს , გვერდში დგომა , გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება . 
რაც მთავარია თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ .


ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული ? 
ბევრს აქვს ფული მაგრამ გული ? 
ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი ?


ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით",-წერს ზაქარია ჭელიძე.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია