შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

31 დეკემბერს ქუთაისში ვირტუოზი პიანისტი დავით ალადაშვილი კონცერტს გამართავს

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 27 დეკემბერი 2018

31 დეკემბერს ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით კონცერტს გამართავს ვირტუოზი პიანისტი დავით ალადაშვილი.
პიანისტი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ. მას არაერთხელ დაუკრავს ისეთ სცენებზე, როგორებიც არის “Carnegie Hall”, “Lincoln Center”, “ Teatro alla Scala”.
2013 წლის 13 დეკემბერს მისი სადებიუტო ალბომი “ოპუს 13” New York Times-მა წლის ერთ-ერთ საუკეთესო ახალ ალბომად აღიარა.
2008 წლიდან, საქართველოში ის აქტიურად ატარებს კონცერტებს და არაერთ საქველმოქმედო, სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტს უდგას სათავეში.
2018 წელს დავითის უნიკალურმა პროექტმა “პიანინო” მთელი საქართველო შემოიარა. ორი კვირის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ ავტომობილზე დამონტაჯებული მოძრავი სცენით საქართველოს ყველა რეგიონში, 40მდე ქალაქში, 44 კონცერტი გამართა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთანაც.
2019 წელს დაგეგმილი აქვს საკონცერტო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიაში, ასევე ახალი დისკის პრეზენტაცია რომელშიც ფრედერიკ შოპენის 24 პრელუდიასთან ერთად შესრულდება დავით ევგენიძის 24 პრელუდია, შექმნილი სპეციალურად დავით ალადაშვილისთვის.

 კონცერტი ,,თიბისი გალერეაში'  17:00 საათზე დაიწყება.

 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია