შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში, მოსახლეობის აქციის შემდეგ ბერი თევდორეს ქუჩაზე სამუშაოები განახლდა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 10 იანვარი 2019

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბერი თევდორეს ქუჩაზე აქტიური სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.

ამ ეტაპზე წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც  წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა" ასრულებს. მერიის ინფორმაციით,  სამუშაოებს ძირითადი ნაწილი დღესვე დასრულდება.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა ყურაშვილის განცხადებით, გზის საფარი სრულად დაახლოებით ერთი თვეში მოწესრიგდება.

"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა"-მ აქტიური სამუშაოები დაიწყო, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. "ეს ემ კა" ხვალვე ჩაატარებს საკონტროლო შემოწმებას. რაც შეეხება გზის საფარის მოწესრიგებას, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,იმედი" რომელსაც ხელშეკრულებით გაწერილი აქვს კონკრეტული ვადები და თუ წვიმიანი ამინდები არ იქნება, გზის საფარის სრული მოწესრიგება ერთი თვის განმავლობაში დასრულდება"- განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

 შეგახსენებთ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიტოვებული სამუშაოების გამო გუშინ აქცია გამართა. ადგილზე იმყოფებოდა თავისუფალი საქართველოს თავმჯდიომარის მოადგილე გოგი წულაია, რომელმაც პასუხისმგებლობა ქალაქის მერს დააკისრა. გუშინვე  ბერი თევდორეს და გველესიანის ქუჩებზე ქალაქის მერი  მივიდა და მდგომარეობას გაეცნო.

 

 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია