შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.9 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 07 თებერვალი 2019

 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,939 შეადგინა, რაც 17,061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე, რაცზრდა 5.9%-ს შეადგენს - ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან. კერძოდ, პოლონეთი 130.5%, ჩეხეთი 96%, ესპანეთი 65.1%, ლატვია 63.5%, გერმანია 46.6%, ლიეტუვა 40.8% და სხვა. ამასთან, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი 217.1%, ისრაელი 132.1%, ყირგიზეთი 112%, ჩინეთი 72.8%, საუდის არაბეთი 72.7% და სხვა.

რაც შეეხება ქვეყანაში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალს, 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს (ზრდა 18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

ამასთან, 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა 20.5%) შეადგენს, რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა 28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 7.6%-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით ზრდა 19%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილმა 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია