შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასაფლაოზე ჭამა-სმა და ყვავილების მიტანა, შესაძლოა, კანონით აიკრძალოს

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/sasaflaoze-wama-sma-yvavilebis-mitana-da-micvalebulis 
 10 თებერვალი 2019

21 წლის იურისტის ანზორ ჯაიანის ინიციატივა, რომელიც მიცვალებულისადმი მოპყრობის კანონით დარეგულირებას ითხოვს,  საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტში დარეგისტრირდა.

ანზორ ჯაიანის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადების მიზანია, დაიცვას მიცვალებულის პატივისა და ღირსების უფლება, გარემოს ეკოლოგიური ინტერესები. მას მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ აუცილებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ უნდა აიკრძალოს: სასაფლაოზე საკვები პროდუქტების მიტანა ან/და დატოვება; სასაფლაოზე ალკოჰოლური სასმელების მიღება; სასაფლაოზე ყვავილების ან სხვა მცენარეების მიტანა, გარდა იმ შემთხვევისა თუკი მოხდება მათი დარგვა და გარემოს გამწვანება; მიცვალებულის არდასაფლავება მისი გაწერიდან სამი დღის განმავლობაში.

ანზორ ჯაიანის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 20 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული — 10 ლარით. 

 

on.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია