შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვან გეგა" "თიბისი ბანკის" სტიპენდიანტი გახდა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/van-gega-tibisi-bankis-stipendianti-gaxda 
 11 თებერვალი 2019

ქუთაისელი მხატვარი გეგა სოფრომაძე მორიგი კონკურსის გამარჯვებულია. მან ამჯერად "თიბისი ბანკის" კონკურსში გაიმარჯვა და ერთწლიანი სტიპენდია მოიპოვა.

გეგა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.

"როდესაც გამოცხადდა კონკურსი, რომ დაფინასდებოდნენ წარმატებული ბავშვები, გავაგზავნეთ გეგას ნაშრომები, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციები და კონკურსებში მოპოვებული ჯილდოები. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გეგა ერთ-ერთი გამარჯვებულია და ყოველთვიურად მივიღებთ თანხას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გეგას შესაძლებლობა ექნება, საყვარელი წიგნები და  ფუნჯები შეიძინოს", - განაცხადა გეგას დედამ ქრისტინე მესხმა.

8 წლის "ვან გეგა" არაერთი კონკურის გამარჯვებულია. მან გამარჯვება არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ გლობალურ კონკურსშიც მოიპოვა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია