შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილი:"მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე სა­თა­ვე­ში წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექტს"

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62105 
 29 ოქტომბერი 2019

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი, ყოფილი პრემიერი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნებას აპირებს .

 

მის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

 

"ქარ­თვე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის­გან უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა გვერ­გო - დიდი ის­ტო­რი­ით, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რით და სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბით. ჩვენ ქვეყ­ნა­ში მთას, ზღვას, მი­ნე­რა­ლურ წყლებს და ქვი­შა­საც კი, მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ენერ­გია აქვს. მაგ­რამ არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლით უდი­დე­სი მი­ზი­დუ­ლო­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია.

 

სწო­რედ ასე­თია წყალ­ტუ­ბო - უნი­კა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლით.

 

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ვე­რან­და წყალ­ტუ­ბოს სა­მე­დი­ცი­ნო და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. კუ­რორ­ტი, რო­მე­ლიც 22 სა­ნა­ტო­რი­უ­მი­თა და 9 ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი აბა­ნო­თი, ქმე­დით კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და არა­მარ­ტო რე­გი­ო­ნის, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მსგავს კუ­რორ­ტებს, დღეს მხო­ლოდ ერთი მოქ­მე­დი სას­ტუმ­როს და მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ამა­რაა დარ­ჩე­ნი­ლი.

 

კუ­რორ­ტის აღ­დგე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა უკვე მე­სა­მე ათწლე­უ­ლია, მრა­ვალ, ობი­ექ­ტურ თუ სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო, ვერ შეძ­ლო ვერც სა­ხელ­მწი­ფომ და ვერც ბიზ­ნეს­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და მცდე­ლო­ბე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დით მო­ე­ზი­და კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ტუ­რის­ტუ­ლი და სამ­კურ­ნა­ლო ბიზ­ნე­სის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, ეს მცდე­ლო­ბე­ბი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი, კომ­პლექ­სუ­რი გეგ­მის და, რაც მთა­ვა­რია, ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რან­ტი­ის გა­რე­შე, წერ­ტი­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა ცალ­კე აღე­ბულ ერთ სას­ტუმ­რო­ში ან ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ სპა-ცენ­ტრში - მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ბიზ­ნეს­საც არ გა­ემ­ტყუ­ნე­ბა, რომ არ გა­რის­კა.

 

ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფოს ამ­ჟა­მად არ აქვს რე­სურ­სი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს წყალ­ტუ­ბოს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, ხოლო მისი ერ­თი­ა­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ბიზ­ნე­სიც ინერ­ტუ­ლია - მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე სა­თა­ვე­ში წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექტს.

 

გა­დავ­წყვი­ტე, პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­ვი­წყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მად სრუ­ლი­ად ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი და სამ­კურ­ნა­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, არა­მედ თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მო­თხოვ­ნით და დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ვყო მისი გან­ვი­თა­რე­ბა.

 

პრაქ­ტი­კამ ცხად­ყო, რომ ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი და დეპ­რე­სი­ულ ად­გი­ლად ქცე­უ­ლი სა­კუ­რორ­ტო კლას­ტე­რე­ბის მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან დაძ­ვრა და მისი ნახ­ტო­მი­სებ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სტან­დარ­ტუ­ლი მიდ­გო­მით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა მძლავ­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, ერ­თგვა­რი ყი­ნულმჭრე­ლი, რო­მე­ლიც მდგრა­დო­ბას შეს­ძენს პრო­ექტს და სა­კუ­თა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ა­ზღვევს სხვის კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ას.

 

ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია აბას­თუ­მა­ნი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე უნი­კა­ლუ­რი სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლია, რო­გორც წყალ­ტუ­ბო, მაგ­რამ წყალ­ტუ­ბოს მსგავ­სად, იქაც ათე­უ­ლი წლე­ბია, სა­ხელ­მწი­ფომ ვერ მი­ი­ზი­და ინ­ვეს­ტო­რე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც კი გაჩ­ნდა აბას­თუმ­ნის მას­შტა­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა და გა­რან­ტია, კერ­ძო ბიზ­ნე­სი დიდი მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თო პრო­ექ­ტში. შე­დე­გად, აბას­თუ­მან­ში, ამ­ჟა­მად მშე­ნე­ბა­რე მა­ღა­ლი კლა­სის ექ­ვსი სას­ტუმ­რო­დან, მე მხო­ლოდ ერთს - „პა­რაგ­რაფს“ ვა­შე­ნებ, ხოლო და­ნარ­ჩენ ხუთს: „რუმსს“, „რე­დი­სონს“, „ქრა­უნპ­ლა­ზას“, „რე­დიქს ჯგუ­ფის“ ორ სას­ტუმ­როს - სხვა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აშე­ნე­ბენ, ისე­ვე, რო­გორც სა­შუ­ა­ლო და პა­ტა­რა ზო­მის რვა სას­ტუმ­როს და ოთხას­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ აპარ­ტა­მენტს. უკვე და­ი­წყო უნი­კა­ლუ­რი აბა­ნო­ე­ბის აღ­დგე­ნა, შენ­დე­ბა კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი. აბას­თუმ­ნის ჯა­მურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ამ უკვე მი­ლი­არ­დნა­ხე­ვარ ლარს მი­აღ­წია. სა­ხელ­მწი­ფოც, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ცდი­ლობს არ ჩა­მორ­ჩეს კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვას - გა­ყავს გზე­ბი, აწეს­რი­გებს წყლის და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, და­წყე­ბუ­ლია ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სულ მალე გვექ­ნე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი.

 

თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო­საც სჭი­დე­ბა თა­ნად­გო­მა და ვი­ნა­ი­დან, მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და სურ­ვი­ლი, ვცდი­ლობ, შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო მას ტვირ­თი და სა­მე­დი­ცი­ნო თუ სხვა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას და აღ­ჭურ­ვას, აბას­თუ­მან­ში, პი­რა­დი სახ­სრე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

 

მაგ­რამ ახლა ეს არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რია ის, რომ წყალ­ტუ­ბოს აქვს ყვე­ლა, და შე­საძ­ლოა, მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი, უახ­ლო­ეს წლებ­ში გა­და­იქ­ცეს რე­გი­ო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და ტუ­რიზ­მის დე­და­ქა­ლა­ქად და ის აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ასე­თი.მე გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­ვის­ყი­დო უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, 22 სას­ტუმ­რო, 9 აბა­ნო და მო­ვახ­დი­ნო მათი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი გეგ­მი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.ამავდრო­უ­ლად, სა­ჯა­როდ ვთა­ვა­ზობ ქარ­თულ ბიზ­ნესს - მზად ვარ, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, იქ­ნე­ბა ეს და­გეგ­მა­რე­ბა, პრო­ექ­ტი­რე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა თუ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ჩაშ­ვე­ბა, გა­ვას­ხვი­სო ეს ობი­ექ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ ინ­ვეს­ტორ­ზე, რათა შემ­დგომ­ში მან გა­აგ­რძე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რი­რე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი მხრი­დან არა­ნა­ირ მო­გე­ბა­ზე არ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ამავდრო­უ­ლად, მე მზად ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბიზ­ნესს ეს პრო­ექ­ტე­ბი გა­დავ­ცე ფას­დაკ­ლე­ბით, ან უფრო მე­ტიც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით.

 

ამ ნა­ბი­ჯით მსურს, ერთი მხრივ, მივ­ცე სიმ­ყა­რე ბიზ­ნესს, რათა ის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­მო­უ­ერ­თდეს პრო­ექტს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოს მივ­ცე სტი­მუ­ლი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­ვი­თა­როს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა და კონ­ცეფ­ცია, რომ­ლი­თაც ვა­პი­რებ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ეყ­რდნო­ბა წამ­ყვა­ნი შვე­ი­ცა­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის, „KohL&Partners“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ გეგ­მას, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, წყალ­ტუ­ბო­ში და­მა­ტე­ბით უნდა აშენ­დეს ბავ­შვთა მო­ედ­ნე­ბი, წყლის პარ­კი, ტრო­პი­კუ­ლი ბაღი, გოლ­ფის და ჩოგ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, კლდე­ზე ცოც­ვის პარ­კი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, კაფე-ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი. იმავდრო­უ­ლად, და­გეგ­მი­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის გახ­სნა პრო­ფი­ლურ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სამ­ზა­დებ­ლად - რამ­დე­ნი­მე ათას სა­მუ­შაო ად­გილს, რო­მე­ლიც წყალ­ტუ­ბო­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნე­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი დას­ჭირ­დე­ბა და ჩვენ მათი მომ­ზა­დე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ.

 

უდა­ვოა, წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბით სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს არა მარ­ტო იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი, არა­მედ რაჭა-ლე­ჩხუ­მი, სა­მეგ­რე­ლო, ზემო სვა­ნე­თი, ხოლო რა­ჭის ახა­ლი გზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს კი­დევ უფრო გა­ად­ვი­ლებს ტუ­რის­ტე­ბის­თვის მარ­შრუ­ტე­ბის და­გეგ­მვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.წყალ­ტუ­ბოს გარ­შე­მო მდე­ბა­რე­ობს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბი: გე­ლა­თი, მო­წა­მე­თა, კა­ცხის სვე­ტი, პრო­მე­თეს მღვი­მე, სა­თაფ­ლია, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი.

 

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი გეგ­მის ხორ­ცშეს­ხმის კვალ­დაკ­ვალ, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფონ­დი „ქარ­თუ“ ეხ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა­სა და ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში, მაგ­რამ მთე­ლი რე­გი­ო­ნის გა­მო­ცო­ცხლე­ბას, მის ნახ­ტო­მი­სე­ბურ გან­ვი­თა­რე­ბას, მეტი ბიძ­გი სჭირ­დე­ბა, სწო­რედ ამ ბიძ­გის მიმ­ცე­მი გახ­დე­ბა წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექ­ტი. წყალ­ტუ­ბოს სი­ახ­ლო­ვეს, ქუ­თა­ის­თან გან­თავ­სე­ბუ­ლია ორი თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა, აე­რო­პორ­ტი, და­გეგ­მი­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ჰა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ბიზ­ნე­სი­სა და ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას.დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად, წყალ­ტუ­ბოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გან­ვი­თა­რე­ბა იმე­რე­თის მხა­რეს გა­და­აქ­ცევს ჯან­მრთე­ლო­ბის და ტუ­რიზ­მის, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მძლავრ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრად.ჩემი გეგ­მის მი­ხედ­ვით, წყალ­ტუ­ბო, უახ­ლო­ეს წლებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გახ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზი­დუ­ლო­ბის ად­გი­ლი და კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს დიდ მო­თა­მა­შე­ებს ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში.სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, წყალ­ტუ­ბო­ში, მი­ნი­მუმ რვა ათას ადა­მი­ანს და­ა­საქ­მებს. მათი აღ­დგე­ნის შე­დე­გად, წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ ექ­ვსა­სი­დან რვა­ას ათა­სამ­დე ტუ­რის­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ თა­ნამ­დევ მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც მოყ­ვე­ბა კუ­რორ­ტის აღ­დგე­ნას.

 

წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბა იქ მცხოვ­რე­ბი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გარ­და ამი­სა, რომ უკვე და­წყე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, ღირ­სე­უ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლით და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მათი ასე­ვე გა­უჩ­ნდე­ბათ და­საქ­მე­ბის ახა­ლი წყა­რო და პერ­სპექ­ტი­ვა.სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­გი­ონ­ში და­საქმდე­ბა 15 000 - 20 000 ადა­მი­ა­ნი, რაც უპი­რო­ბოდ გა­მო­იწ­ვევს მთე­ლი იმე­რე­თის მხა­რის მდგრად ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას და აღ­მავ­ლო­ბას.და ბო­ლოს, რა­ტომ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ასე სა­ჯა­როდ და დე­ტა­ლუ­რად მე­სა­უბ­რა წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტზე? პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ქარ­თულ ბიზ­ნესს პი­რა­დად ჩემ­გან მო­ეს­მი­ნა, რას ვგეგ­მავ და რო­გო­რი ფორ­მით ვთა­ვა­ზობ მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. იმავდრო­უ­ლად, ვიცი, ამ საქ­მე­საც გა­მო­უჩ­ნდე­ბი­ან მძაფ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, თეთ­რის შა­ვად და შე­ნე­ბის ნგრე­ვად გა­მო­ცხა­დე­ბა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რს დღემ­დე ეფექ­ტუ­რად გა­მოს­დის, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ჩავ­თვა­ლე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწორ დას­კვნებს გა­მო­ი­ტანს",- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია