შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბატონი ვაჟა პაციენტებს სჭირდებათ!" - დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი „თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა

პოლიტიკა
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019

 


დასავლეთ საქართველოს სამედიცინო  ცენტრი  „თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა. ექიმებმა  მდუმარე აქციით მათი  კოლეგის, ვაჟა გაფრინადაშვილის დაკავება გააპროტესტეს.


დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, გიორგი ხუციშვილის თქმით , ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი  არამხოლოდ წარმატებული ექიმი, არამედ  ღირსეული მოქალაქეა და ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.


 „დღეს მთელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსები ვაპროტესტებთ  წარმატებული ექიმის,  ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას. მან თავისი საქციელით დაამტკიცა, როგორი დიდსულვანი და პატრიოტი ადამიანია, ამიტომ  მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ.“ - განაცხადა გიორგი ხუციშვილმა


დასავლეთ საქრთველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგის, გიგა სულაბერიძის თქმით, ექიმისთვის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას კანონი კრძალავს და ბატონ ვაჟას უსამართლოდ სდებენ ბრალს.

 

„ჩვენ ვაპროტესტებთ სააქრთველოს ოკუპაციას და კანონის უგულებელყოფას. კანონმდებლობით ითვლება, რომ ექიმისთვის თავისუფალი გადააგილება  უნდა იყოს შეუზღუდავი, როდესაც ის  პროფესიულ საქმიანობას ასრულებს. პირველ რიგში,  ექიმი  თავის პაციენტებს სჭირდება, ამიტომ ჩვენი მოწოდებაა  დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა.“-განაცხადა გიგა სულაბერიძემ.


შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდშვილი 9 ნოემბერს,  დააპატიმრეს.  15 ნოემბრს გამართულ  სასამართლო პროცესზე  მას  "საზღვრის" უკანონო გადაკვეთის ბრალდებით  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმ-ტრავმატოლოგი ახალგორის  ტერიტორიაზე  პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით გადავიდა. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია