შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

10 წლის ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2019

 

 

 

საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის  საშობაო გალა კონცერტი  2019 წლის 5 დეკემბერს ექსკლუზიუად მარსელ დასოს სასახლეში პარიზში, შანზელიზეზე გაიმართება და  მონაწილოებას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტი.


საზეიმო საღამო ტრადიცულად  მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის  მხარდაჭერით იმართება. წელს კი კონცერტი მიეძღვნება ქალბატონი Nicole Dassault- ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანსიტები, რომლებიც ფონდ “SOS Talents” -ის ლაურეტები არიან.


გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც  კონცერტის ყველაზე ახალგაზრდ ტალანტია.


ყოველ წელს შანზელიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი - ექსკლუზიურად  ფონდის ტალანტების გალა კონცერტს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის - ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი  – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩევიან და წელსაც კონცერტზე ტრადიციულად ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებენ.  დასოების ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიციო რაფალებს, ასევე გაზეთ  “ფიგარო“.


რაც შეეხება  ფონდი “SOS Talents”-ს ის 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დაარსა.  ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.

 

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის - ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

 

ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.

 

ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.

 

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია