შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში,რუსთაველის გამზირზე, 2 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდებ

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61964 
 01 აპრილი 2019

2 აპრილიდან რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.


ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს დაამონტაჟებს.


ადგილზე ქუთაისის მერი, ვიცე მერებთან და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. "ხვალიდან რუსთაველის ქუჩაზე მუშაობას იწყებს წყალმომარაგების კომპანია. პარალელურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოწყობა. გზის სრული რეაბილიტაცია რუსთაველის ხიდიდან, კიკვიძის ძეგლამდე მოხდება"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს "ორიენტირი" ახორციელებს. გზის საფარის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია