შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში საინფორმაციო ტურისტული დაფების განთავსებისთვის მერიამ 10000 ლარი დახარჯა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61977 
 15 აპრილი 2019

ქუთაისის მერიამ ქალაქში საინფორმაციო დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც ქალაქში 16 საინფორამციო დაფა და 4 აბრა განთავსდა.

 

მერიის საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ, გიორგი დარსაველიძემ შეასრულა. დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი გამოიყო.

 

საინფორმაციო დაფები ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდა, მათ შორის წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ასევე ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლებთან.

 

დაფებზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია