შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპის გოგონათა მათემატიკის მე-10 ოლიმპიადა 2021 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61978 
 15 აპრილი 2019

 

 ქალაქ კიევში ევროპის გოგონათა მათემატიკის მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა, რომელშიც ევროპის 36, ჯამში კი, მსოფლიოს 49 ქვეყანა (მათ შორის აშშ, იაპონია, ბრაზილია, ავსტრალია და სხვ.) მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული საუკეთესო შედეგიდააფიქსირა:1 ოქრო, 2 ვერცხლის მედალი და 1 საპატიო სიგელი.

 

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მე-8, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილზე გავიდა. ანა ონოფრიშვილიმა ოქროს მედალი,თამარ კორკოტაშვილმა ვერცხლის მედალი,მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედალი, ხოლო ქეთი სულამანიძემ საპატიო სიგელი მოიპოვეს. საპატიო სიგელის მფლობელი გახდა ასევე ანა მარია მექერიშვილი, რომელიც ჰოლანდიის გუნდის სახელით მონაწილეობდა.

 

მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ ევროპის გოგონათა მათემატიკის მე-10 ოლიმპიადა 2021 წელს  საქართველოში,ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. უნივერსიტეტის რექტორატის ინიციატივას - უმასპინძლონ ამ უდიდეს ფორუმს, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა  ერთხმად დაუჭირეს მხარი. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ასეთი დონის და მასშტაბის მათემატიკური ფორუმი (ოლიმპიადა, შეჯიბრი) ჩვენთან აქამდე არ გამართულა.

 

ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამისფარგლებში.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია