შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში ტურისტული დიპლომატიის შესახებ ტრენინგები დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61987 
 22 აპრილი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ეგიდით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დღეს დაიწყო სამდღიანი ტრენინგი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“. 


სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები წაიკითხავენ, განკუთვნილია ტურისტული გიდებისთვის და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

ტრენინგის გახსნას, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თალთვაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

3 დღის განმავლობაში მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან, ასევე სამართლებრივი და საკონსულო საკითხები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია