შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაშა გვასალია - ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლს მიხედვითაც ოცნების კანდიდიატს მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61989 
 25 აპრილი 2019

 

,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლს მიხედვითაც ოცნების კანდიდიატს მოსახლეობის  65 % უჭერს მხარს” -  ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ლაშა გვასალია.

 

 „ამ მონაცემების გამო ნაციონალები აგონიაში არიან და გადმოდიან აბსურდულ ბრალდებებზე, არავინ არ ახდენს ზეწოლას, ზეწოლები და ხალხის დაშინება მათი მოგონილია. აბსურდულია ნაციონალური მოძრაობის ბრალდება, თითქოს ჩვენ საარჩევნოდ არაზუგდიდელებს ვარეგისტრირებთ. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და იმ კვლევას უკავშირდება, რაც ჩატრადა  და რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 65% ლიდერობს“ - აცხადებს ლაშა გვასალია. მისივე განმარტებით ცნობილია ნაციონალების ადგილობრივი ლიდერების ვინაობაც  ვინც რეგიონის მუნიციპალიტეტებში აქტივის მობილიზებას და ზუგდიდში ჩაწერებს ახდენს.

 

 ,,რაც შეეხება ჩაწერების  თემას, პირიქით მათი მხრიდან ხდება  მომხრეების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ზუგდიდში ჩაწერა, შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები.  ხობში ამ პროცესს ია ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, წალენჯიხაში ელგიჯა მესხია, ფოთში კი დარეჯან ცხვიტარია, ეს ადამიანების ახდენს აქტივის მობილიზებას და ჩაწერების გაკეთებას. შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამას არჩევნებზე დავამტკიცებთ“ - აცხადებს ლაშა გვასალია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია