შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი გოგლიჩიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62003 
 09 მაისი 2019

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის  კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.


კანდიდატმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ყვავილებით შეამკო ომის გმირების -ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის მემორიალები. გიორგი გოგლიჩიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი შორაპანსა და სანახშირეშიც მიაგო.

 

 "9 მაისი არის ბოროტებასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს ამ გამარჯვებიდან შესრულდა 74 წელი, რომელსაც ვულოცავ ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვა არის დასაფასებელი. საწყენია, რომ მათგან მხოლოდ თორმეტია დარჩენილი. მე მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ',- განახცადა გიორგი გოგლიჩიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია