შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეღვინე ქალები საქართველოდან WomeninWineExpo-ში მონაწილეობენ

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62021 
 24 მაისი 2019

 

ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა „WomeninWineExpo 2019” 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში  იმართება. გამოფენაში საქართველოდან 8 მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი“, „ბაიას ღვინო“, „მარანი საჩინო“, „მადამ ვაინი“, „დემის მარანი“, „ნინო მორის მარანი“,  „მირანდა ჩხეტიანი“ და „თამარის ღვინო“.  სულ გამოფენაში 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან.


გამოფენა ტარდება ორ ნაწილად: პირველი ნაწილი გაიმართა ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში, მეორე ნაწილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს იმართება.

 

ამასთან, როტერდამში გამოფენის დასრულების შემდეგ, ჰააგაში, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს შენობაში, მეღვინე ქალებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. გამოფენას საქართველოს ელჩი, ბატონი გიორგი შარვაშიძე  მასპინძლობდა. ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო ყავლაშვილმა წარადგინა.

 

„WomeninWineExpo 2019”-ში ქართველი მეღვინეების მონაწილეობის ერთ-ერთი მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოა.


მსგავს გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია