შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„თელიანი ველის“ გლეხური ქისი ქვევრი "დეკანტერი"-ს უმაღლესი ჯილდოს მფლობელია

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62024 
 29 მაისი 2019

 

საერთაშორისო კონკურს „Decanter World Wine Awards 2019“ -ზე მოპოვებულიპლატინის, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და უმაღლესი ჯილდო “Best in Show”

 

საერთაშორისო კონკურსზე„Decanter 2019“წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის,ვერცხლისადაბრინჯაოსმედლებიმოიპოვა.


კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 2019 წელს,  მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 17 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. კონკურსის ჟიური 280 ღვინის ექსპერტია, რომლებიც მხოლოდ 50 ღვინოს ანიჭებენ უმაღლეს ჯილდოს და გადასცემენ „Best in show” მედალს.


ისტორიაში პირველად, ეს უმაღლესი ჯილდო ერგო ქართულ ღვინოს -გლეხური ქისი ქვევრი 2017!  აღსანიშნავია, რომ გლეხური ქისი ქვევრი  ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში პირველი ღვინოა, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის.

 

Decanter.com ღვინოს „გლეხური ქისი ქვევრი“ ასე ახასიათებს:

პირველი ქართული ღვინო, რომელმაც„Best In Show“ შეფასება დაიმსახურა. დამზადებულია ქისის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. გამოირჩევა მუქი ქარვისფერი შეფერილობით. ხასიათდება ვაშლის ჩირის, გამხმარი ვარდებისა და კომშის არომატებით. მისი გემოვნური თვისებებით, სასიამოვნო ტანინებთან და მჟავიანობასთან ერთად, ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა. აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი განსაკუთრებული არომატი- მადისაღმძვრელი უმამი“ 


„თელიანი ველს“ საერთაშორისო კონკურს „Decanter 2019“  “Best in show”, 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:

·         გლეხური ქისი ქვევრი 2017“-პლატინა “Best in show”

·         გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017“ - ვერცხლი

·         გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017“ - ბრინჯაო

·         თელიანი ველი წინანდალი 2017“ - ბრინჯაო

·         თელიანი ველი საფერავი 2018“-ბრინჯაო

 


„Decanter World Wine Awards“  მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.

ბმული: https://www.decanter.com/

ბმული:https://www.decanter.com/wine-news/decanter-world-wine-awards-2019-full-results-announced-414443/

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია