შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი სცემეს, აწამეს, დაასახიჩრეს...

პოლიტიკა
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62026 
 30 მაისი 2019

იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი სცემეს, აწამეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან. 32 წლის ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს, როგორც უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე ამბობს: "დააკავეს საქართველოს მოქალაქე ანტონ ჭელიძე, დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, იმის გამო რომ ანტონ ჭელიძემ არ აღიარა დანაშაული, იტალიის სამართალდამცავებმა გამოიყენეს დასჯის მეთოდები, გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში, გააგრძელეს მისი ცემა და წამება, ამის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის საპყრობილეში, სადაც ის მოათავსეს სქესობრივი უმცირესობის საკანში, სადაც ასეთ ადამიანებს იყენებენ მეორე ადამიანის დასჯისთვის, რომ დასცინონ და ღირსება შეულახონ." ლედი ტუკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ანტონ ჭელიძე რამდენიმე თვეა ებრძვის სიცოცლეს, მისთვის მთავარია  ღირსების დაცვა, რის გამოც ყოველდღიურად უწევს ბრძოლა, საქმეში უკვე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრი, უფლებადამცველები მიმართავენ, საგარეო საქმეთა სამინისტრის და საკონსულო დეპარტამენტს, რომ შეწყდეს ქართველ ემიგრამტზე ძალადობა, დაცული იყოს მისი უფლებები და არ ექვემდებარებოდეს წამებას. იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქურდობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული.

ლიკა კაკუშაძე

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია