შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს 20-მდე სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწიოს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2019

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 20-მდე სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწიოს.

გთავაზობთ ამ განცხადებას:

 

 

 

 

"16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება.  ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში,უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

 

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებასსამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე,სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს".

 

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია