შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემის პროცესი დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62081 
 03 ოქტომბერი 2019

 

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტროში უმასპინძლა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ღირსეული ნაბიჯი მათი მიმართულებით არასდროს გადადგმულა და ეს აღიარება მათთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანია. ეს პრეცედენტი არის მნიშვნელოვანი სტიმული იმ მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ ურთულესი პროფესიის გზას ადგანან.

 

მიხეილ ბატიაშვილი: „თაობების აღზრდაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია. რეფორმა მასწავლებლით იწყება და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისის პირობები. პედაგოგზე დგას ქვეყნის მომავალი. დიდი შრომა და წარმოუდგენელი ძალისხმევა გაქვთ ამ საქმეში ჩადებული და მადლობა თქვენი შრომისთვის, სამინისტროს, ბავშვებისა და მშობლების სახელით. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ. პედაგოგი არის მთავარი ადამიანი ქვეყანაში!“

 

პირველ ეტაპზე სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა. ჯილდოს სახით მათ ორი წლის ჯამური ხელფასი უკვე მიიღეს. ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე კიდევ ექნებათ.

 

რეფორმის ფარგლებში ის მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს, გაზრდილ ხელფასს ოქტომბერში აიღებენ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია