შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფმა ქართველმა ექიმმა თარჯიმანი მოითხოვა - რუსულად არ დაგელაპარაკებითო

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2019

უკვე 7 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი,ის კვლავ რჩება პატიმრობაში.


გატაცებული ექიმის მეუღლემ „კურიერთან“ საუბარში თქვა, რომ მასთან კონტაქტი ხუთი დღის წინ ჰქონდა. რაც შეეხება კითხვას, რატომ მოხვდა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეუღლე ამბობს, რომ ის ერთ-ერთ პაციენტთან იმყოფებოდა და ამის შემდეგ არ იცის, უბრალოდ რა მოხდა.

 

ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

 

რაც შეეხება დანარჩენ თანამოქალაქეებს, რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ზ.ხ.-ს, რ.ზ.-სა და დ.მ.-ს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლომ ე.წ საზღვრის კვეთისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. გათავისუფლების სანაცვლოდ, დაკავებულების ოჯახებმა უკვე გადაიხადეს 2000 რუსული რუბლი, თუმცა ამ დრომდე მათი გადმოცემა ქართველი სამართალდამცავებისთვის არ მომხდარა.

 

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გრძელდება.

 

ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში რატი ურუშაძე ავრცელებს.

,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო!მაგათი კანონით,თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს,სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”- წერს რატი ურუშაძე

 

ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია