საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2018 წელს ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 04 იანვარი 2019

2018 წელს ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 20 პროექტი განახორციელა. 



გაიმართა სხვადასხვა შინაარსის გამოფენა, მათ შორის 10 საერთაშორისო. ასევე უცხოელი სტუმრებისთვის მოეწყო 10 ინფო ტური.

2018 წელს გადაიღეს საიმიჯო კლიპი ქუთაისზე, რომლის პრეზენტაციაც დღესვე ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოეწყო.

ტურიზმის ცენტრის ანგარიშს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია