საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1 იანვრიდან რეგიონებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 05 იანვარი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. ამასტან დაკავშირებით სამინისტროში  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ვიდეო კონფერენცია გაიმართა.


ვიდეო კონფერენციაში სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნიებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

 

პროგრამისთვის  პროექტებს მოსახლეობა დასახლებებში გამართულ საერთო კრებებზე შეარჩევს. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა –  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვ.

 

სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას ხელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ. კრებების ჩატარებასთან, კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმებასთან და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მათ ვიდეო კონფერენციისას მიაწოდეს.

 

ფოტო - ნათელა გრიგალაშვილის

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია