შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში ტორპედოს სტადიონის რეაბილიტაციასთან ერთად, მუზეუმის გაკეთებაც იგეგმება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 05 იანვარი 2019

სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის შესახებ საუბრობს და ამასათანავე აანონსებს, რომ იგემება საფეხბურთო კლუბის "ტოპრედო" მუზეუმის გაკეთება.


"გარდა ამ სამუშაოებისა, გაკეთდება ტორპედოს მუზეუმი. აქ ბევრი სახელოვანი ფეხბურთელი აღიზარდა: რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და ა.შ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ქუთაისის ტოპრედო იმსახურებს, რომ ჰქონდეს მუზეუმი. ასე რომ ქუთაისის ტორპედოს მუზეუმი ექნება"- განაცადა მამუკა კვარაცხელიამ.

 

"ტორპედო" 1946 წელს დაარსდა და პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით.

 

„ტორპედოში“ თამაშობდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა, ანზორ კავაზაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, მურთაზ ხურცილავა,სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია , მანუჩარ მაჩაიძე, გივი ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე.

 

wyaro: https://spark.adobe.com/page/ZLUR0GsFbTe0w/?w=0_5128&fbclid=IwAR1fJq63VOBu32mjl9EMusyOkQ_scUMyvHbvi6g-i8Tnwj3BUjek8x55SX4

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია