საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედაქალაქში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 07 იანვარი 2019

დღეს, ტრადიციულად, დედაქალაქში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება.

 

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. შეგროვებული ნობათი კი მოხუცთა თავშესაფრებს, პენიტენციალურ დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებს გაეგზავნება.

 

14:00 საათიდან მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გაივლიან რუსთაველის გამზირს, პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აკრძალული იქნება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია