საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვირუსების გამო,შესაძლოა, სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 08 იანვარი 2019

ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. 

 

საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი ურთულესი გამოცდის წინაშე დგას. ექიმები მოუწოდებენ ყველას, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

 

კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც გაზრდილ მიმართვებს ვეღარ აუდის. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს. 

 

გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ. 

 

"ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის  ცენტრის დირექტორმა დავით გამყრელიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია