შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში პირველ ადგილზეა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61891 
 09 თებერვალი 2019

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა.


ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი წინა წელთან შედარებით 52.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმ ევროპულ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

 

ქუთაისი ლიდერობს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებშიც. 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, მგზავრთნაკადის ზრდამ 127 პროცენტი შეადგინა.

 

დეკემბრის მონაცემებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა, სადაც წინა წლის დეკემბერთან შედარებით ზრდა 66 პროცენტი იყო. ამ მაჩვენებლით ბათუმი ევროპაში მეოთხე ადგილზეა.

 

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს პრესრელიზში საუბარია თბილისის საერთაშირისო აეროპორტზეც, სადაც მგზავრთნაკადი 2018 წელს 20,4 პროცენტით გაიზარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია