შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერია ტროტუარებზე მდგომი მანქანების დაჯარიმებას იწყებს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61918 
 26 თებერვალი 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ აქტიურად დაიწყო მონიტორინგი ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე ავტომანქანების უნებართვოდ დგომის გამოსავლენად.

 

 აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის მიხედვით მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება, მოახდინოს რეაგირება და ფულადი ჯარიმის (სანქციის) დაკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე. 

 

პირველ ეტაპზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდება ყველა ფაქტის გამოვლენა და გაფრთხილების დოკუმენტით ინფორმირება სამართალდარღვევის შესახებ, განმეორებით შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

 

ქუთაისში აქტიურად  მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა ბილიკების (ტროტუარების) კეთილმოწყობა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია