შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10895 
 14 მარტი 2019
გორის სასამართლომ დღეს ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე არსებითი განხილვა დაასრულა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ორი კვირის ვადაში გამოაცხადებს. მხარეები დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ. ადვოკატების თქმით, გორის გვირაბთან მომხდარ ფაქტზე, გორის სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება. ადვოკატები სამ ბრალდებულს - ნუკრი ხაბელაშვილს, გია სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს იცავენ. ისინი საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები არიან. ნუკრი ხაბელაშვილს უკანონო ბრძანების გაცემა, ხოლო სადაღაშვილს და რუსიშვილს ამ ბრძანების შესრულებაში ედებათ ბრალი. შეგახსენებთ, 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან, პატრულის თანამშრომლებმა, დიდი სიჩქარით მოძრაოვ ბექა ხახუბიას მანქანას ტრაილერს გზა გადააკეტინეს. ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა, შემდეგ კი ტრაილერს. შიდა ქართლის პროკურორის დავით გრძელიშვილის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები