შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტალინის სკვერში ,,ნათურების ხეზე" მხოლოდ ,,ვარსკვლავი" აინთო

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 15 დეკემბერი 2018

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში ნაძვის ხეების მონტაჟი დაასრულეს. მთავარ მოედანზე და სტალინის სკვერში დამონტაჟებულ საახალწლო ხეებს საზეიმო ვითარებაში 17 დეკემბერს აანთებენ. მანამდე, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა საბჭოთა ბელადის სახელობის სკვერში დამონტაჟებული ნაძვის ხე გატესტეს. დენის წყაროზე მიერთების დროს მხოლოდ ბურთულებიანი ,,ვარსკვლავი" აინთო. სტალინის სკვერში დამონტაჟებული ნაძვის ხის ელემენტები მხოლოდ ნათურებისგან შედგება. აღდგება თუ არა ,,ნათურების ხე" 17 დეკემბრამდე, ჯერ უცნობია. კულტურის განყოფილების უფროსის, გიორგი პაპუაშვილის, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. 31 დეკემბერს გაიმართება საახალწლო კონცერტი. 2018 წლის დეკემბერს გორის ნაძვის ხეს 12 წელი შეუსრულდა. ის 2006 წლის დეკემბერში შეიძინეს და მის შესახებ სტატია 2006 წლის 24-31 დეკემბრის ნომერში, გაზეთ ,,ქართლის ხმაში" გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, იმ პერიოდში, ანალოგიური ნაძვის ხე თბილისის მერიამაც შეისყიდა. მერია აცხადებდა, რომ ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა 140 000 ლარი დაჯდა. გორის გამგეობაში კი, აცხადებდნენ, რომ ნაძვის ხე უკრაინაში 40 ათას დოლარად შეისყიდეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია