საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის დასაგებად ,,ბლექ სი გრუპი" ემზადება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 10 იანვარი 2019
ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის დასაგებად ,,ბლექ სი გრუპი" ემზადება. ხელშეკრულებაზე ხელი 2018 წლის 27 დეკემბერს მოაწერეს. კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის მოასფალტების მიზნით გამოაცხადა. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი. ,,ბლექ სი გრუპი" გზის მშენებლობას 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) დაასრულებს გზის მშენებლობას. სარეაბილიტაციო გზა იწყება ელბაქიანთ კარიდან და მთავრდება ტყემლოვანასთან: ,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში. გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. სოფ. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია. გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე განლაგებულია ადგილობრივ სოფლებამდე მისასვლელი გზების მიერთებები (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა). ხელშეკრულებაზე ხელს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და კომპანია ,,ბლექ სი გრუპის" დირექტორი აწერენ. იხ. ამავე თემაზე: ძამას ხეობაში ტყემლოვანამდე ახალი გზა დაიგება და მიუახლოვდება ბორჯომის რაიონს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია