შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამყოფ ხაზთან დეკემბერში რუსმა სამხედროებმა 64 ადამიანი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 10 იანვარი 2019
გამყოფ ხაზთან 2018 წლის დეკემბერში 64 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან 40-მა პირმა ე.წ. ,,სახელმწიფო საზღვარი" დაარღვია, ხოლო 24-მა დაარღვია ,,სასაზღვრო ზონა". ,,საზღვრის დამრღვევად" ითვლება პირი, რომელმაც გამყოფი ხაზი გადაკვეთა ან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან, ან კიდევ პირიქით, მცდელობა ჰქონდა ცხინვალის რაიონის დატოვების. რაც შეეხება ,,სასაზღვრო ზონას", არაღიარებული რესპუბლიკის კანონის მიხედვით, სპეციალური საშვის გარეშე, გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებებში შესვლა აკრძალულია. 2018 წელს სულ დაკავებულთა რიცხვმა 607-ს მიაღწია, რაც მკვეთრად მეტია 2017 წლის მონაცემებზე. 2017 წელს რუსეთის სამხედროებმა 514 მოქალაქე დააკავეს. სწორედ, ამ გაზრდილი მაჩვენებლების მიზეზით, უშიშროების კომიტეტი განმარტავს, რომ გამკაცრდა დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის პროცედურები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შედარებით მცირეა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს პასპორტის მქონე მოქალაქეების დაკავებას ეხება. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ცხინვალი ხელს უშლის ოს მოქალაქეებს გადავიდნენ თავიანთ ნათესავებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ცხინვალის უშიშროების კომიტეტის ცნობით, გასულ წელს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის სანაცვლოდ დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 120 000 რუბლს შეადგეს, რაც დაახლოებით 30 000 ლარის ტოლფასია.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია