შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,უყვარდა სეირნობა" - კარალეთში მანქანა დაეჯახა 80-წლის მამაკაცს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 10 იანვარი 2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში 80-წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს ,,რუსთაველის წყაროსთან" მოხდა. შემთხვევის ადგილზე მკვეთრი მოსახვევია, ხოლო გზის გასწვრივ საცხოვრებელი სახლებია. ადილობრივების ცნობით, მამაკაცი მთელი ცხოვრება მარტო ცხოვრობდა, ძალიან უყვარდა სეირნობა. ,,ეს კაცი არ ყოფილა დაოჯახებული, არასდროს. ბოლო დროს სეირნობდა როგორც გზაზე, ასევე, სოფლის ნაკვეთებში და უყვარდა ყველგან წასვლა. ჰქონდა თავისი სახლი და მიდიოდა ძმისშვილების სახლში. თვითონვე დადიოდა პურის საყიდლადაც" - გვითხრეს კარალეთში. სოფლის ცენტრში მთავარი მაგისტრალი გადის. ეს გზა გორსა და ერგნეთს აკავშირებს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გამოყენებულია თემატური ფოტო.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები