შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვახვრელში წყლის ახალი სისტემა 127-ჯერ დაზიანდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 11 იანვარი 2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის სისტემა, 2018 წელს, 127-ჯერ დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააცნეს. ააიპ ,,წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის" წარმომადგენლების ცნობით, წლის განმავლობაში, აღნიშნული სამსახურიდან თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 514-ჯერ გავიდნენ. რაც შეეხება სოფელ ქვახვრელს, აქ სასმელი წყლის სისტემა 2016-2017 წლებში დაამონტაჟეს. იმის ნაცვლად, რომ საქმე 6 თვეში დასრულებულიყო, კომპანიებმა სამუშაოები 2018 წლამდე გააგრძელეს. დამთავრებულ სისტემიდან კი, 2018 წელს, წყალმა სხვადასხვა ადგილას ამოხეთქა. ამის თაობაზე (მაგალითად, 70 დაზიანების შესახებ)_ ადრეც ვწერდით. წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ დაზიანებების რაოდენობამ 127-ს მიაღწია. ქვახვრელში საჭირო გახდა ასევე ორი შემკრები ჭის ამორეცხვაც. qartli.ge-ისთვის მიწოდებულ წერილში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურმა ანგარიშის სახით წარადგინა სხდომაზე, აღნიშნულია, რომ ქვახვრელის გარდა რემონტი ჩაუტარეს შემდეგ სოფლებსა და დასახლებებში არსებულ სისტემებს: მაგალითად: ჭალის დასახლებაში მოაწყეს სპორტკომპლექსის გარექსელი 124 მ სიგრძით; მეღვრეკისში სადაწნევო კოშკი შეცვალეს; ახრისში ახალი ავზი დაამონტაჟეს (50 ტონიანი); სისხლის გადასხმის სადგურში დევნილებისთვის კანალიზაციის მილი შეაკეთეს; გოგებაშვილის ქუჩის გასწვრივ გაზონებზე წყლის ქსელი დაამონტაჟეს. აღნიშნული სამსახური ბიუჯეტიდან ფინანსდება 542 000 ლარით.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია