შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში დევნილთა ახალ ბინებში წყალი კედლებიდან გადმოდის

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 28 იანვარი 2019

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ახალ ბინებში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, წყლის მილები გასკდა. ამის შესახებ qartli.ge-ს იმ ოჯახმა აცნობა, რომელიც, ბინის მიღების დღიდან, კორპუსში საცხოვრებლად ვერ გადადის. აფხაზეთიდან დევნილი ინგა ბარაკალაია და მისი ოჯახი დღემდე ნათესავის სახლში აგრძელებენ ცხოვრებას. მის სახლში მილებიდან, რომელიც კედლებშია ჩამონტაჟებული, წყალი ჟონავს. წყალი არა მარტო ოთახებში, არამედ სადარბაზოებშიც გადის. ,,დიდი ხანია ჯერ კომპანიის წარმომდგენლისგან, შემდეგ სამინისტროსგან რეაგირებას ვითხოვ. როგორც კი, ჩავრთავ წყალს, მაშინვე კედლებიდან გამოდის. ჩემ მდგომარეობაში არაერთი მოსახლე ყოფილა. შეუძლებელია ამ სახლში ცხოვრება. კვლავ მეუღლის ბიძის სახლში ვაგრძელებთ ცხოვრებას" - აცხადებს ინგა ბარკალაია. ოჯახი რეაგირებას სამინისტროსგან ითხოვს. qartli.ge ცდილობს სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი მიიღოს. 480 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილ ობიექტზე მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ს ს ,,ტრანსმშენი“ ახორციელებდა. სამუშაოები, გაფორებული ხელშეკრულების მიხედვით 2017 წლის 11 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება, რის გამოც სამუშაოების წარმოება კომპანიამ საჯარიმო სანქციებით გააგრძელა. სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. 22 დეკემბერს ბინებში მოსახლეობა საზეიმოდ შეასახლეს. კომპანიის გენერალური დირექტორია (ნავთობისა და გაზის კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი) ირაკლი შენგელია. მან ჯერ 2016 წლის ივნის-ივლისში პოლიტიკურ პარტიას (ახალი საქართველო და წარმატებული საქართველოს) შესწირა 8000 ლარი. ხოლო აღნიშნული კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გვარამაძემ 2016 წლის 25 გვისტოს 10 ათასი ლარი ,,ქართული ოცნებას" გადაურიცხა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია