მანველიშვილის პროცესზე დასასწრებად გიგა მაქარაშვილი მივიდა
ახალი ამბები
11 თებერვალი 2019
სამოქალაქო აქტივისთვის ვედროს ჩამომხობის საქმეზე ბრალდებულ თემურ
მანველიშვილის პროცესზე დასასწრებად დაზარალებული გიგა მაქარაშვილი
მივიდა. ის მანდატურებმა სხდომაზე არ შეუშვეს.
პარალელურად, სასამართლო პროცესზე დასასწრებად თემურ მანველიშვილის
მხარდამჭერებიც არიან, ოღონდ ისინი სხდომაზე იმყოფებიან. გორის
რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
მხარდამჭერები ამბობენ, რომ მანველიშვილს ბრალი უსამართლოდ წაუყენეს,
რადგან საჯარო მოხელემ გორელების ღირსება დაიცვა. სოციალურ ქსელში
მხარდამჭერთა ჯგუფში 500-ზე მეტი გორელია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE