შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსთაველი პოლიტიკოსების სიბერე [photo]

წყარო:  ინფო რუსთავი / https://inforustavi.ge/ 
 21 ივლისი 2019

როგორები იქნებიან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რუსთაველი პოლიტიკოსები? კითხვაზე პასუხის გაცემა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას შეუძლია.

faceapp - იგივე დაბერების აპლიკაციამ სოციალური ქსელი მოიცვა. ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანს სურს წინ გაიხედოს და ნახოს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ხანდაზმულობაში.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ "წინასწარმეტველურ ფოტოებს" ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილი სენტიმენტალურად შეხვდა, თუმცა, დიდი ნაწილი თანხმდება, რომ აპლიკაციაა სახალისოა და განწყობის უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა ამ ხერხით რუსთაველი პოლიტიკოსები დაებერებინა და საინფორმაციო სააგენტოს მკითხველი გაეხალისებინა.

სახალისო ფოტორეპორტაჟში გთავაზობთ რუსთაველებისთვის კარგად ნაცნობი 9 პოლიტიკოსის სიბერეს, მათ ვიზუალს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.

p.s. ვრცელდება ინფორმაცია რომ აპლიკაცია რუსულია და შესაბამისად ის ფაილები რაზე დაშვებასაც აპლიკაცია ითხოვს შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს რუსული კომპანიისთვის. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ აღნიშნულ აპლიკაციას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა