შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დიაბეტის მართვის პროგრამა განხორციელდება

წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 30 აპრილი 2018

დიაბეტის მსოფლიო ფონდის დაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში დიაბეტის მართვის პროგრამა განხორციელდება

დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. დავით შერაზადიშვილს საქართველოს წითელი ჯვრის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმ პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 3 წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყო სამწლიანი პროექტი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის გამოვლენას, მართვის გაუმჯობესებასა და სკრინინგს გულისხმობს.

ადგილობრივ დონეზე მოხდება რისკ ჯგუფების დასკრინინგება სოფლის ექიმებისა დაწითელი ჯვრის მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც იმოძრავებს მუნიციპალიტეტის სოფლებში და გააკეთებს ტესტირებას.
პროგრამა მუნიციპალიტეტის მედპერსონალის გადამზადებასაც მოიცავს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადვოკატირებაც. მოხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა, არსებული პრობლემატიკის გამოვლენა დიაბეტის მართვის კუთხით და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
გარდა ამისა ჩატარდება 2 კვლევა სამედიცინო პერსონალს, მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის.

კვლევის მიზანია არსებული მდგომარეობის გამოვლენა, კერძოდ როგორია მოსახლეობაში მეორე ტიპის დიაბეტთან დაკავშირებით ცოდნის დონე, რა პრობლემა აქვს მედპერსონალს მეორე ტიპის დიაბეტის მართვაში და როგორ შეიძლება მოხდეს მუნიციპალური დაფინანსების მოპოვება.

პროექტის დასასრულს ჩატარდება დასკვნითი შეფასებითი კვლევა, რომელიც სამი წლის განვალობაში ჩატარებული ღონისძიებების პროგრესს გამოავლენს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია