შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „მრავალფეროვანი საქართველოს“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 27 ოქტომბერი 2018


პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციები დაბა თამარისის, ქალაქ ბოლნისის №2 და №5 საჯარო სკოლებში გაიმართა. მოეწყო სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნი ალბომებისა და სახელოვნებო მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა სახის გამოფენები. პროექტის დასკვნითი ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში გაგრძელდა, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო და ჯგუფ „ქიმერას“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ 2018 წლის 15 მაისიდან სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება და ინიცირებულია ს.ს.იპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ალექსანდრე გრიგალაშვილი, პროექტის კოორდინატორი:
-პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში. ჩვენ ძალიან საინტერესო, საჯარო ლექციები გვქონდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ასევე პრეზენტაცია გავმართეთ ორ ენოვანი ჟურნალი „სხივის“, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული კულტურულ განვითარებას გულისხმობს. დღეს კი დასკვნით ეტაპს მასპინძლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტი. პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობას და კულტურის სამსახურს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია