შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ბოლნისში

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 16 ნოემბერი 2018

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 12 ნოემბერს სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება კულტურის სახლში გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც კულტურის სახლთან არსებული, ისე სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო სკოლის პატარა შემოქმედებითი ჯგუფები . ღონისძიებამ ყველას დადებითი განწყობა შესძინა  და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მეგობრობა არ განისაზღვრება რასის, ენისა და კულტურის სხვადასხვაობით. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით მშვიდობასა  და სიყვარულს  დედამიწაზე.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება