საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე დამტკიცდება

ეკონომიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 19 ნოემბერი 2018

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით ექვსი საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა კენჭი უყარეს 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას. მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტი, ცვლილებების შეტანის შემდეგ, 25 დეკემბრამდე დამტკიცდება. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 22 მილიონ 231 ათასი ლარით განისაზღვრა, პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროები. მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მომავალ წელს, რიგ სოფლებში, სასმელი წყლისა და ჭაბურღილების პრობლემა მოგვარდება, დაიგება შიდა გზები, მოხდება რიტუალების სახლების დასრულება-რეაბილიტაცია, ქალაქის გარე სივრცეში დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, მოეწყობა სკვერები და გარე განათებები. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი 29 დეპუტატმა ცნობად მიიღო.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2018 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგად დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა სია, რომლებიც მიწის გადასახადისგან განთავისუფლდებიან.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია