შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერაბ ტოგონიძე, ნუგზარ ერისთავი ბოლნისმა უკანასკნელ გზაზე გააცილა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 31 დეკემბერი 2018

2018 წლის მიწურულს ბოლნისი ორ ბუმბერაზ ადამიანს ემშვიდობება. მერაბ ტოგონიძესა და ნუგზარ ერისთავს. წლების მანძილზე მათ ეპოქა შექმნეს რომელიც ბოლნისის ტრადიციად და სიმბოლოდ იქცა. ნუგზარ ერისთავი -ცხოვრებაში უკომფლიქტო, ზედმეტად მშვიდი…. თითქოს შეუმჩნეველი… სცენაზე სახასიათო როლებით, ცხოვრებაში კი ჩვეული სითბოთი და ღიმილით.. მეგობარი ყველასი და გულშემატკივარი… ცუდს რომ ვერასდროს გაიხსენებენ და დარდნარევი ღიმილით მოყვებიან მის შესახებ.. ასეთი კაცი იყო “ივანიჩი”. „მე უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ საქართველოზე ლამაზი, თბილი და ნათელი მზე არსად შემხვედრია, ჩემს ქვეყანაზე სუფთა ჰაერი და წყალი არსად მეგულება, მე ქართველი ვარ და ამაყი ვარ ამით“_ ამბობდა მერაბ ტოგონიძე, ცნობილი მოცეკვავე, წლების მანძილზე უამრავი თაობის აღმზრდელი და საყვარელი მასწავლებელი. ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სიონი“ დამსახურებულად ატარებს მისივე დამფუძვნებლის, ბატონი მერაბ ტოგონიძის სახელს. სამოქალაქო პანაშვიდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა სადაც კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მათ ხსოვნას.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება