შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბოლნელს“ წლის საუკეთესო ანსამბლის წოდება მიენიჭა

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 05 იანვარი 2019

ქ. თბილისის კულტურის ცენტრის „არტ -ჰოლის“ ადმინისტრაცია ყოველწლიურად მართვას შემაჯამებელ კონცერტს, სადაც მონაწილეობს მთელი წლის მანძილძე წარმატებულად მოღვაწე, რამდენიმე თვალსაჩინო ანსამბლი. ამჯერად შერჩეულ 9 ანსამბლს შორის დასახელდა, 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქ. ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი „ბოლნელი“. გალა კონცერტზე ,,ბოლნელები“ ოთხი სხვადასხვა ქორეოგრაფიული კომპოზიციით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და წლის საუკეთესო ანსამბლის წოდებაც ღირსეულად მოიპოვეს.
,,აღნიშნულ 9 ანსამბლს გადაეცა წლის საუკეთესო ანსამბლის წოდება და სადღესასწაულო განწყობით მოხდა მათი დაჯილდოვება. გალა კონცერტზე „ბოლნელი“ ორი ასაკობრივი საკონცერტო ჯგუფით წარსდგა და ოთხი სხვადასხვა ქორეოგრაფიული კომპოზიცია წარმოადგინა, რომლებმაც მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია, მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა თბილისის საზოგადოებამ ბოლნისელთა გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეპერტუარში თხუთმეტამდე დებიუტანტი მონაწილეობდა, მათ მიიღეს დიდ სცენაზე გამოსვლის ნათლობა, ვსრგებლობ შემთხვევით და ამ მოსწავლეებს უსურვებ შემდგომ დიდ წარმატებებს, ეს ერთი და სხვა მრავალი! დიდი წამატებები მოეტანოს მათთვის და რა მხოლოდ მათთვის 2019 წელს,“ განაცხადა ანსამბლ ,,ბოლნელის“ დამფუძნებელმა, ქორეოგრაფმა კობა ჟღენტმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
მულტიმედია