შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა 22 იანვარს განახლდება

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 11 იანვარი 2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად, მიმდინარე წლის 22 იანვარს განახლდება. სასწავლო პროცესის გადავადება ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა. სეზონური ვირუსები წელიწადის ამ დროს ცირკულირებს, საქართველოში დაფიქსირდა ცნობილი ვირუსი „ღორის გრიპი“, სწორედ ამიტომ, პრევენციის მიზნით  საჭირო გახდა სასწავლო დაწესებულებებში დასვენების გახანგრძლივება.

ლელა გოგმაჩაძე, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის გაერთიანების ხელმძღვანელი:

-მიუხედავად იმისა, რომ  გრიპის ავადობის მაჩვენებელი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კონსულტაციებით, პრევენციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით. ეს პერიოდი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ჩატარდეს დეზინფექციები, რომელსაც ჩვენ ისედაც ვატარებთ, ეს იქნება გენერალური რეცხვა-დასუფთავება, სადაც ყველაფერი, გასანათი საშუალებებიდან დაწყებული, დასტერილება. მაქსიმალურად ვეცდებით,  ვიმუშაოთ ისე, რომ დავიცვათ  ბავშვები გრიპის ვირუსებისგან. ამასთანავე მშობლებს ვთხოვ, გაუფრთხილდნენ როგორც თავიანთ, ისე სხვისი შვილების ჯანმრთელობას.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება
საზოგადოება
გაზეთი ბოლნისი

მადლობა

მულტიმედია