შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 21 იანვარი 2019

2019 წლის 1 იანვრიდან სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა ამოქმედდა, პროგრამის თანახმად უშუალოდ მოსახლეობა აირჩევს თუ რა უნდა გაკეთდეს მათ დასახლებაში. ამ გადაწყვეტილების მისაღებად კი სოფლებში კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებაა დაგეგმილი. მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა გასვლითი შეხვედრები დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობამ მათ შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებსა და პრიორიტეტებს. მათ პირველ ეტაპზე სადარბაზოების, სკოლამდე მისასვლელი გზის მოწყობა, შენობაში სასმელი წყლის ქსელის მონტაჟი და შიდა გზების მოწესრიგება დაასახელეს, ასევე დაბა თამარისის მოსახლეობა რამდენიმე კორპუსზე სახურავის შეცვლას ითხოვს, სოფელ ფარიზში სიჩქარის შემანელებლის დამონტაჟება და ტროტუარების მოწყობა მოითხოვეს, რომლის მოგვარებაც მუნიციპალიტეტის მერის აღნიშვნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება. სოფლის განვითარების პროგრამისთვის ბოლნისისთვის 720 ათასი ლარია გამოყოფილი, სოფლებში დასახელებული პროექტები მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მუნიციპალიტეტის 48 სოფლის მოსახლეობას შეხვდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 თებერვალს დასრულდება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია