შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა მდგომარეობაა ბოლნისში წითელას ვირუსთან დაკავშირებით

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 31 იანვარი 2019

საქართველოში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება, თუმცა ამ ეტაპისთვის სტატისტიკა ასეთია: პირველი აფეთქება 2004-2005 წლებში მოხდა, დაფიქსირდა 8 391 შემთხვევა, აქედან 9 გარდაიცვალა. 2013-2015 წლებში 11 000 შემთხვევაა, აქედან 4 ფატალურად დასრულდა, ხოლო 2019 წლისთვის კი ქვეყანაში 580 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მიმდინარეობს სადეზიფექციო სამუშაოები როგორც სკოლებში, ისე სკოლამდელ დაწესებულებებში.

წითელას ვირუსს ახასიათებს სწრაფი გავრცელება და საკმაოდ საშიში ინფექციაა. კონტაქტის შემთხვევაში თუ პიროვნებას ჩატარებული არ აქვს იმუნიზაცია, დაინფიცირების შანსი 90% -ია, დაგვიცავს თუ არა აცრა, რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ კლინიკებს, არის თუ არა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კლინიკები მზად ამისთვის და როგორ დაადგინოს პაციენტმა, აქვს თუ არა აცრა ჩატარებული.

წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი. გართულების თავიდან ასაცილებლად ჩაიტარეთ იმუნიზაცია. გთხოვთ დაიცვათ როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია